შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ავსტრიის რესპუბლიკის ტიროლის ფედერაციულ მიწასთან, თანამშრომლობის ფარგლებში სამაშველო აღჭურვილობა და სპეციალური სამთო ფორმები გადაეცა.
აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიალს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი და ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი დაესწრნენ და სამთო-სამაშველო ინვენტარი ადგილზე დაათვალიერეს.
ავსტრიელმა ინსტრუქტორებმა სწრაფი რეაგირების სამმართველოს სამეგრელო ზემო სვანეთის სპეციალიზებული განყოფილების მაშველებს აღნიშნული აღჭურვილობით სწავლებაც ჩაუტარეს.
აღჭურვილობის გადაცემის ცერემონიალს მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობაც დაესწრო.