შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ჭიათურის მე-12 საჯარო სკოლაში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩაატარეს.
სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესები სკოლის პედაგოგებს დეტალურად გააცნეს. მეხანძრე-მაშველებმა კი, სკოლის აღსაზრდელი შშმ ბავშვებისთვის, რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში ურბანულ ხანძარზე მოქმედების სიმულაციური სწავლება განახორციელეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლებთან. სახანძრო-სამაშველო სამსახური აღნიშნული ტიპის სწავლებებს სისტემატურად ატარებს.