შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა პოლონეთში სწავლება გაიარეს

ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა პოლონეთში სწავლება გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩესტოვაში მდებარე სასწავლო ცენტრში, პოლონელ მეხანძრე-მაშველებთან ერთად ერთობლივი სწავლება ჩაატარეს.

ოცდაორმა ქართველმა მეხანძრე-მაშველმა ერთი კვირის განმავლობაში, ინციდენტის ადგილიდან თოკის მეშვეობით დაზარალებულის ევაკუაციისა და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საავარიო-სამაშველო სავარჯიშოები
შეასრულეს.

წვრთნების ბოლოს კი ქართველმა და პოლონელმა მეხანძრე-მაშველებმა საგზაო- ტექნიკურ და თოკზე სამაშველო ოპერაციებში მიიღეს მონაწილეობა.

სწავლების დასრულების შემდეგ, ქართველ მეხანძრე-მაშველებს თოკზე სამაშველო სპეციალური აღჭურვილობა და 327 000 ევროს ღირებულების სამი ერთეული საავარიო-სამაშველო სპეციალური ავტომანქანა გადმოეცათ.

სწავლება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონური განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში, პოლონეთის სახელმწიფო სახანძრო სამსახურის მიერ, პროექტ „საქართველოში კრიზისების მართვის ფარგლებში სამაშველო დანაყოფების ქსელის ანალიზი და განვითარება“ განხორციელდა.