შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქუთაისის მე-40 საჯარო და 45-ე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლაში სწავლება ჩაატარა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქუთაისის მე-40 საჯარო და 45-ე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლაში სწავლება ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქუთაისის მე-40 საჯარო და 45-ე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სიმულაციური სწავლება ჩაატარეს.

სწავლება წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოებით განხორციელდა. სკოლის აღსაზრდელებმა რეალურ სიტუაციასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესები მოისმინეს და ურბანულ ხანძარზე რეაგირების, დაშავებულის შენობიდან ევაკუირებისა და სხვადასხვა სამაშველო ღონისძიებებს უშუალოდ გაეცნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე და საჯარო სკოლებთან აქტიურად თანამშრომლობს. აღნიშნული ტიპის სწავლებები სამსახურის მიერ, სისტემატურად ტარდება.