შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა გუდაურში სამთო-სამაშველო სწავლების მეორე ეტაპი დაასრულეს. წვრთნები პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობდა.
პოლონელმა ინსტრუქტორებმა საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები მაღალ მთაში სამაშველო ოპერაციების განხორციელების მიმართულებით გადაამზადეს. კურსის განმავლობაში, მეხანძრე-მაშველებს წვრთნები სვანეთის რეგიონშიც ჩაუტარდათ და სამთო მომზადებას ბორჯომში დაასრულებენ.
სამთო-სამაშველო სწავლება ორგანიზაცია - „ICAD”-ის მიერ, პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი სამწლიანია და მიზნად ისახავს საქართველოს მთიან რეგიონებში სამთო-სამაშველო შესაძლებლობების განვითარებას.