შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში ცვლის მეთაურის საბაზისო მომზადების კურსი მიმდინარეობს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში ცვლის მეთაურის საბაზისო მომზადების კურსი მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 22 მეხანძრე-მაშველი ცვლის მეთაურის საბაზისო მომზადების კურსს გადის.

სწავლება მოიცავს როგორც პრაქტიკულ, ასევე, თეორიულ სავარჯიშოებს.  კურსის განმავლობაში მეხანძრე-მაშველები პირველადი დახმარების, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების, ასევე, ხანძრის ქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ახალ მეთოდებს ეუფლებიან.

სწავლებისას გამოყენებულია სახანძრო ავტოკიბე და ავტოცისტერნა. წვრთნები რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ტარდება.

ცვლის მეთაურის საბაზისო მომზადების კურსი 7 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.  სწავლების  მიზანია ტაქტიკური დონის მეთაურების ცოდნის ამაღლება და ხანძრის ქრობის, ასევე, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ახალი მეთოდების შესწავლა.