შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლება აბაშის მუნიციპალიტეტში

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლება აბაშის მუნიციპალიტეტში

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების ექსპერტებმა, აბაშის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლოების წარმომადგენლებისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლების პირველი ეტაპი ჩაატარეს.

პირველ ეტაპზე მსმენელებს სამოქალაო უსაფრთხოების შესახებს თეორიული სწავლება ჩაუტარდათ. ტრენინგის მეორე ნაწილში კი, შეიქმნება საგანგებო მართვის გეგმა, რომლის გადამოწმება პრაქტიკულ ნაწილში განხორციელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლებებს სისტემატურად ატარებს. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი პროგრამის „კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ტარდება. აღნიშნული პროგრამა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისაგან დაცვას ემსახურება და "კლიმატის მწვანე ფონდის" (GCF), ასევე, საქართველოს, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.