შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისმეხანძრე-მაშველების გადამზადების მეორე ეტაპი სვანეთის რეგიონში ჩაუტარდათ.
სამთო-სამაშველო წვრთნები პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორხიელდა.
მეხანძრე-მაშველებმა ერთი კვირის განმავლობაში, მაღალ მთაში, როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული სამაშველო კურსი გაიარეს. კურსის განმავლობაში, პოლონელი ინსტრუქტორებიქართველ მეხანძრე-მაშველებს სამაშველო ოპერაციების საკითხებზე ბორჯომსა და ყაზბეგშიცგადაამზადებენ.
პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში, პოლონელმა ინსტრუქტორებმა პირველ ეტაპზე28 მეხანძრე-მაშველი უკვე გადაამზადეს. სწავლება ორგანიზაცია - „ICAD”-ის მიერ, პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. კურსის დასრულების შემდეგ, პოლონელი ინსტრუქტორები ქართველ მეხანძრე-მაშველებს სამთო აღჭურვილობასგადასცემენ. პროექტი სამწლიანია და მიზნად საქართველოს მთიან რეგიონებშისამთო-სამაშველო შესაძლებლობების განვითარებას ისახავს.