შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულსიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზას მოსწავლე-ახალგაზრდობისეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების კლუბ"ბუნების კარის" აღსაზრდელები ეწვივნენ, რომლებიც სახანძრო-სამაშველო ძალებისსაქმიანობით არიან დაინტერესებული.
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ბავშვებს სახანძროავტოცისტერნა დაათვალიერებინა და სამსახურის სპეციფიკა გააცნო.
განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმასტუმრებისთვის სამთო კედელზე საინტერესო საჩვენებელი სავარჯიშოებიც შეასრულეს.
მეხანძრე-მაშველებმა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელებსსაგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითიგაკვეთილიც ჩაუტარეს.
სახანძრო-სამაშველო სამსახურში, საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების შესახებცნობიერების ამაღლების მიზნით, მოზარდების ვიზიტები სისტემატურად ხორციელდება.