შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სწავლების პირველი ეტაპი ჩაატარა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სწავლების პირველი ეტაპი ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ თბილისის თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლების პირველი ეტაპი ჩაატარა.

ტრენინგში მონაწილეობდნენ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების უფროსები, თბილისის რაიონების გამგეობებისა და საერთაშორისო ორგანიზაცია "წითელი ჯვრის" წარმომადგენლები.

წვრთნების მიზანი იყო თბილისის მერიის თანამშრომლების მომზადება სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით, საგანგებო მართვის გეგმის შექმნა, გამოწვევების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის შესახებ შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

სწავლების პირველი ფაზა თეორიულ ნაწილს მოიცავდა, მეორე და მესამე ფაზებში კი მსმენელებთან ერთად შეიქმნება საგანგებო მართვის გეგმა, რომლის გადამოწმება პრაქტიკულ ნაწილში განხორციელდება.

ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი პროგრამის „კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ტარდება. აღნიშნული პროგრამა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისაგან დაცვას ემსახურება და "კლიმატის მწვანე ფონდის" (GCF), ასევე, საქართველოს, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.