შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სამთო-სამაშველო სწავლება გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სამთო-სამაშველო სწავლება გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს ავსტრიის სამთო პოლიციის ექსპერტებმა სამთო-სამაშველო საქმიანობის საკითხებზე გუდაურში სწავლება ჩაუტარეს. წვრთნები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

ერთკვირიანი კურსი -"სამთო-სამაშველო საქმიანობა" მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. გადამზადება გაიარა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 30-მა თანამშრომელმა.

სწავლება მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო სამუშაოები, დაშავებულებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა, ზვავიდან ამოყვანა და ტრანსპორტირება, ასევე, გაუკვალავ თოვლში უსაფრთხოდ გადაადგილება და სხვ.

სწავლების დასასრულს, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.