შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ბათუმის სასტუმრო „ჰილტონში“ სახანძრო-სამაშველო სიმულაციური სწავლება ჩატარდა

ბათუმის სასტუმრო „ჰილტონში“ სახანძრო-სამაშველო სიმულაციური სწავლება ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს თანამშრომლებმა, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ სახანძრო-სამაშველო სიმულაციური სწავლება დააორგანიზეს და ჩაატარეს.

 

ღონისძიება საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების, ხანძრის ქრობის, სასტუმროს პერსონალისა და დაშავებულთა ევაკუაციის სავარჯიშოებს მოიცავდა​. მეხანძრე-მაშველებმა ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს, სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით.

 

სწავლება სასტუმრო „ჰილტონის“ დაკვეთით ჩატარდა. ღონისძიებაში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყვნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენლები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით დანერგილია სერვისები, რომლითაც სხვადასხვა ორგანიზაცია სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სააგენტოს მეშვეობით სარგებლობს.