შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის, რუსთავისა და ხონის სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. მეხანძრე-მაშველები მოზარდებს მათთვის საინტერესო თემებზე ესაუბრნენ. კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებმა საგანგებო ვითარების დროს ქცევის წესებისა და მოქმედების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სტუმრებმა სპეციალური სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.
ბავშვები საგანგებო სიტუაციების მართვის თბილისის მთავარ სამმართველოში მდებარე მუზეუმში დაცულ მასალებსაც გაეცნენ და სახანძრო-სამაშველო ძალების განვითარების ისტორია მოისმინეს.
სახანძრო-სამაშველო სამსახურში, საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების შესახებ ცნობიერების მიზნით, მოზარდების ვიზიტები სისტემატურად ხორციელდება.