შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველი იაპონიაში სამთო-სამაშველო კურსზე გადამზადდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველი იაპონიაში სამთო-სამაშველო კურსზე გადამზადდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველმა იაპონიაში, ქალაქ კობეში სამთო-სამაშველო სწავლება გაიარა.
საერთაშორისო სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავდა, სადაც განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველმა კვალიფიკაცია საგანგებო სიტუაციების დროს სამაშველო ოპერაციების ჩატარებაში, პირველადი დახმარების აღმოჩენაში, უსაფრთხოების მართვასა და სხვა სახანძრო-სამაშველო საკითხებში აიმაღლა.

სასერტიფიკატო სამაშველო კურსი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ორგანიზებით გაიმართა.