შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხობსა და სენაკში თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სწავლება ჩაატარა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხობსა და სენაკში თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის სწავლება ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დასავლეთ საქართველოში, ქალაქებში - ხობსა და სენაკში მორიგი სწავლება გამართა. 

ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული პროგრამა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისაგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), ასევე, საქართველოს, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.
სწავლების მთავარ მიზანი იყო ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების მომზადება და მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმის მომზადება. სწავლებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა.