შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ამერიკის შეერთებული შტატების “კომერციის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის” წარმომადგენლები ეწვივნენ.
უცხოელ პარტნიორებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ - როინ ვარშანიძემ უმასპინძლა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი - ნინო ბარქაია.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: საქართველოს კავშირგაბმულობის სისტემა, საგანგებო სიტუაციებში შეტყობინების შესაძლებლობები და კიბერუსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება. ამერიკელმა ექსპერტებმა ქართველ პარტნიორებს ამ კუთხით მსოფლიოში დამკვიდრებული საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარეს.
ამერიკის შეერთებული შტატების “კომერციის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის” წარმომადგენლებთან შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის ფარგლებში განხორციელდა.