შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტს სპეციალური ცეცხლგამძლე ფორმები გადაეცა

სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტს სპეციალური ცეცხლგამძლე ფორმები გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის მეხანძრე-მაშველებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცეცხლგამძლე ფორმები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თეიმურაზ მღებრიშვილმა განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე პირადად შეამოწმა ახალი, საერთაშორისო "EN"-სტანდარტის ფორმა-აღჭურვილობა. 

ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - როინ ვარშანიძე და სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი დაესწრნენ.

ხანძრებზე რეაგირებისთვის გათვლილი 1000 ერთეული ფორმა სახანძრო-სამაშველო დანაყოფებს გადაეცემათ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პირადი შემადგენლობის ახალი აღჭურვილობით, სპეცფორმითა და ავტოტექნიკით მომარაგებას მომავალშიც გააგრძელებს.