შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ქართველი მეხანძრე-მაშველები სამთო-სამაშველო ოპერაციებისთვის პოლონელმა ინსტრუქტორებმა  გადაამზადეს

ქართველი მეხანძრე-მაშველები სამთო-სამაშველო ოპერაციებისთვის პოლონელმა ინსტრუქტორებმა გადაამზადეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სამთო-სამაშველო კურსი ჩაუტარდათ.

პოლონელმა ინსტრუქტორებმა თეორიული და პრაქტიკული სამთო-სამაშველო სწავლება 28 მეხანძრე-მაშველს საქართველოს სამ რეგიონში:  სვანეთში, ბორჯომისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში ჩაუტარეს.

კურსის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მაღალ მთაში, რთულ რელიეფზე სამაშველო ოპერაციების განხორციელების საკითხებში გადამზადდნენ. სწავლების დასრულების შემდეგ, პოლონურმა მხარემ ქართველ მეხანძრე-მაშველებს სპეციალური სამთო აღჭურვილობა გადასცა.

სასწავლო კურსი ორგანიზაცია „ICAD”-ის  მიერ, პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი სამწლიანია და მიზნად ისახავს  საქართველოს მთიან რეგიონებში მუშაობისთვის სამთო-სამაშველო შესაძლებლობების განვითარებას.