შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - "ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბოლნისში სკოლის მოსწავლეებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფები მოინახულეს.
სკოლის აღსაზრდელებმა სახანძრო-სამაშველო დანაყოფების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სპეციალური ტექნიკის შესაძლებლობებს გაეცნენ. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდებს, ასევე საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესები და უსაფრთხოების ნორმები პირადად გააცნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით სისტემატურად ტარდება. შეხვედრების მიზანი, საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსწავლეებისა და მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებაა.