შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ქვემო ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს გარდაბნის სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსის მოადგილე დავით სხილაძე კვალიფიკაციის ასამაღლებლად იაპონიაში, ქალაქ ფუკუოკაშიში ტყის ხანძრების მართვის კურსზე იმყოფება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებს ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნების მეხანძრე-მაშველებთან ერთად გადის. საერთაშორისო კურსზე მონაწილეები შესაბამისი აღჭურვილობის გამოყენებით სახანძრო-სამაშველო და ხანძრის ქრობის ტექნიკას, ასევე პრევენციული ღონისძიებების გატარების, რისკებისა და ინციდენტების მართვის სავარჯიშოებს გადიან.
ტყის ხანძრების მართვის კურსი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ორგანიზებით ხორციელდება.