შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზას საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები ესტუმრნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სამხედროებს სამსახურის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სახანძრო-სამაშველო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნენ.
სტუმრებისთვის ბაზაზე სიმულაციური სწავლებები ჩატარდა, სადაც ურბანულ ხანძარზე რეაგირების, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების, დაშავებულის ევაკუაციის, საცოც კედელეზე სამთო და სხვადასხვა სახის სამაშველო სავარჯიშოები შესრულდა.