შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


დაბა სტეფაწმინდაში პოლონეთის მხარდაჭერით ქართველი მაშველების სამთო სწავლება დასრულდა

დაბა სტეფაწმინდაში პოლონეთის მხარდაჭერით ქართველი მაშველების სამთო სწავლება დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სამთო-სამაშველო წვრთნებს აგრძელებენ. 

წვრთნები დაბა სტეფაწმინდაში განხორციელდა.  პოლონელმა ინსტრუქტორებმა ქართველ მაშველებს მაღალ მთაში სამაშველო კურსი ჩაუტარეს, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ საკითხებში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მაღალ მთაში, რთულ რელიეფზე სამაშველო ოპერაციის შესრულების საკითხებში სწავლება სვანეთის რეგიონშიც გაიარეს. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ერთი კვირიანი მომზადების შემდეგ, დასკვნით ეტაპზე ბორჯომშიც გადამზადდებიან და ჯამში 28 მეხანძრე-მაშველი გაივლის წვრთნებს.

სწავლება ორგანიზაცია - „ICAD”-ის მიერ, პოლონური საგრანტო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. კურსის დასრულების შემდეგ, პოლონელი ინსტრუქტორები ქართველ მეხანძრე-მაშველებს სამთო აღჭურვილობას გადასცემენ. პროექტი სამწლიანია და მიზნად ისახავს საქართველოს მთიან რეგიონებში სამთო-სამაშველო შესაძლებლობების განვითარებას.