შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სიღნაღში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის ტერიტორიული დანაყოფების წარმომადგენლებისთვის სწავლება ჩაატარა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სიღნაღში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის ტერიტორიული დანაყოფების წარმომადგენლებისთვის სწავლება ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ კახეთში, ქალაქ სიღნაღში მორიგი სწავლება გაიმართა. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ფართო მასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისაგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და საქართველოს, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

წვრთნებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამხარეო სამსახურისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, რაიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა.

წვრთნების მთავარ მიზანს ადგილობრივი  მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების მომზადება, მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმის შემოწმება, ნაკლოვანებათა გამოვლენა, გაანალიზება და მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა.