შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სააგენტოს დელეგაცია ესტუმრა.
ამერიკელ პარტნიორებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა დავით სუხიშვილმა უმასპინძლა.
ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სააგენტოს პროგრამის ხელმძღვანელებს მეთიუ ვილსს და ჯესი ჰესს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსმა საქართველოში ტყის ხანძრებზე რეაგირების მიმართულებით სამსახურის მუშაობის სპეციფიკა დეტალურად გააცნო.
ვიზიტის მიზანს, ასევე, წარმოადგენდა ინციდენტების მართვის კუთხით თანამშრომლობისა და სწავლებების გაცნობა. გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ინციდენტის მართვის სისტემა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტყის ხანძრებს, მათ პრევენციისა და რეაგირების საკითხებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სატყეო სააგენტოს დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრას სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.