შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გორში სწავლება ჩაატარა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გორში სწავლება ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ, კახეთის რეგიონში ჩატარებული სწავლების შემდეგ ამჯერად შიდა ქართლში, ქალაქ გორში კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მორიგი სწავლება გაიმართა. წვრთნებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამხარეო სამსახურისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, რაიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა.

ღონისძიება პროექტის „კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა. წვრთნების მთავარ მიზანს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების მომზადება, მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმის შემოწმება, ნაკლოვანებათა გამოვლენა, გაანალიზება და მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს.