შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის 203-ე საჯარო სკოლაში სამოქალაქო უსაფრთხოების სწავლება ჩაატარეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის 203-ე საჯარო სკოლაში სამოქალაქო უსაფრთხოების სწავლება ჩაატარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე თბილისის 203-ე საჯარო სკოლაში მზადყოფნისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარეს.

სწავლების თეორიულ ნაწილში სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს საგანგებო სიტუაციების დროს  ქცევის საჭირო წესები გააცნეს. პრაქტიკული ნაწილი კი, მეხანძრე-მაშველებმა სიმულაციური სწავლებით განახორციელეს, სადაც რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში ურბანულ ხანძარზე რეაგირების, დაშავებულის შენობიდან ევაკუირებისა და სხვადასხვა სამაშველო ოპერაციების დემონსტრირებით ჩატარდა. 

2022 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად თანამშრომლობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სკოლებთან. აღნიშნული ტიპის სწავლებები სასწავლო დაწესებულებებში  სისტემატურად ტარდება.