შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - როინ ვარშანიძე საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალ მთავარ ტექნიკურ მრჩეველს - ტიმოტეო ფერეირას შეხვდა.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო გაეროს განვითარების პროგრამის ახალი მთავარი ტექნიკური მრჩევლის გაცნობა და გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის გაღრმავება.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირების საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი - ნინო ბარქაია, გაეროს განვითარების პროგრამის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელი - ნინო ანთაძე, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტების მენეჯერები დაესწრნენ.