შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები საგანგებო სიტუაციების მართვის რუსთავისა და ზუგდიდის მთავარ სამმართველოებს ესტუმრნენ.
აკაკი წერეთლის სახელობის რუსთავის მე-8, ზუგდიდის მე-2 და სოფელი რუხის 1-ელი საჯარო სკოლების მეექვსე და მესამე კლასის მოსწავლეებმა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურა მოინახულეს. მეხანძრე-მაშველებმა მოზარდებს სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს. სკოლის აღსაზრდელებმა, ასევე საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესებსა და მათზე რეაგირების შესახებ ცოდნა აიმაღლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, სკოლის აღსაზრდელების საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სხვადასხვა დანაყოფში ვიზიტები აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრების მთავარი მიზანი სახანძრო-სამაშველო სამსახურის საქმიანობისა და უსაფრთხოების ნორმების გაცნობაა.