შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახმეტაში  სწავლება გამართა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახმეტაში  სწავლება გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტაში სწავლება ჩაატარეს.

ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ფართო მასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისაგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და საქართველოს, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მსგავსი სწავლებები კახეთის რეგიონში თელავსა და ლაგოდეხში უკვე ჩაატარეს.

სწავლება პროექტის   „კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა და მასში მონაწილეობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს წითელი ჯვრის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამხარეო სამსახურისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის  რაიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა.

წვრთნების მთავარ მიზანს ადგილობრივი  მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების მომზადება, მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმის შემოწმება, ნაკლოვანებათა გამოვლენა, გაანალიზება და მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს.