შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ლაგოდეხში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისთვის სწავლება გამართა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ლაგოდეხში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებისთვის სწავლება გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ლაგოდეხში სწავლება ჩაატარეს. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ფართო მასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისაგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) და საქართველოს, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

სწავლება პროექტის  „კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ ფარგლებში განხორციელდა და ადგილობრივი  მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების მომზადებას ისახავდა მიზნად.

სწავლებაში მონაწილეობდნენ: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის  მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობა და სამსახურის უფროსები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის  ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს, ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები.

მსგავსი სწავლება უკვე ჩატარდა თელავის მუნიციპალიტეტში და დაგეგმილია ახმეტის, სიღნაღის, გორისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტბშიც. 

წვრთნების მთავარ მიზანს მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმის შემოწმება, ნაკლოვანებათა გამოვლენა, გაანალიზება და მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს.