შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


კამპანიის "ემეგობრე პოლიციის" ფარგლებში თბილისის 122-ე საჯარო სკოლაში ცნობიერების ასამაღლებელი სწავლება ჩატარდა

კამპანიის "ემეგობრე პოლიციის" ფარგლებში თბილისის 122-ე საჯარო სკოლაში ცნობიერების ასამაღლებელი სწავლება ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - "ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ თბილისის  №122  საჯარო სკოლაში სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება ჩაატარა.

სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლის თანამშრომლებსა და მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს საგანგებო სიტუაციების ტიპების, მათი პრევენციის, ევაკუაციის პროცედურების და სახანძრო-სამაშველო ძალების საქმიანობის შესახებ. 

შეხვედრის მიზანი იყო სკოლის საგანგებო მართვის გეგმის გამოცდა საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების მიმართულებით მოსწავლეებისა და მასწავლებლების ცნობიერების ამაღლება.

მეხანძრე-მაშველებმა, წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, სკოლის შენობაში სიმულაციური საგანგებო სიტუაცია შექმნეს და დააკვირდნენ, თუ როგორ გამოიყენეს პრაქტიკაში მოსწავლეებმა ორგანიზებული ქცევის შესახებ მიღებული ცოდნა. სწავლების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველებმა ჩაატარეს ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“  ფარგლებში ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებში ტარდება. მოზარდებსა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს საშუალება ეძლევათ გაეცნონ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას. ბავშვები, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში მონაწილეობენ.