შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალიზებულ სამაშველო განყოფილების მაშველებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამთო ფეხსაცმელები, სამთო ქურთუკები და აქსესუარები გადაეცათ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე პირადად შეამოწმა და მაშველებს პირადად გადასცა ახალი აღჭურვილობა.
დღესვე სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალიზებულ სამაშველო განყოფილებას მაღალი გამავლობის ავტომობილიც გადაეცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პირადი შემადგენლობის ახალი აღჭურვილობით, ფორმა-ჩაცმულობითა და ავტო-ტექნიკით მომარაგების პროცესს მომავალშიც გააგრძელებს.