შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის ინსტრუქტორებს საავარიო-სამაშველო მიმართულებით სწავლების მეორე ეტაპი ჩაუტარდათ

საგანგებო სიტუაციების მართვის ინსტრუქტორებს საავარიო-სამაშველო მიმართულებით სწავლების მეორე ეტაპი ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიმართულებით სწავლების მეორე ეტაპი გაიარეს. სწავლება პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ ვარშავის ცენტრალური სახანძრო სკოლის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე ჩატარდა.

საავარიო-სამაშველო სასწავლო კურსის მეორე ეტაპი ერთი კვირის განმავლობაში თვრამეტმა მეხანძრე-მაშველმა გაიარა. პრაქტიკული და თეორიული სწავლება მოიცავდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს რეაგირების საძიებო და საავარიო, ასევე, დაშავებულის შემთხვევის ადგილიდან გამოყვანის სავარჯიშოებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ ვარშავის ცენტრალურ სახანძრო სკოლასთან აქტიური თანამშრომლობა აკავშირებს, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მეხანძრე-მაშველთა სავარჯიშო აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა, ქართველი ინსტრუქტორებისთვის არაერთი სწავლება ჩატარდა და მოხდა მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მეხანძრე-მაშველთა საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებას.