შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ავსტრიის რესპუბლიკის ტიროლის ფედერაციული მიწის მთავრობის ოფისის დელეგაცია ეწვია. აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი, თომას მიულმანი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს, თეიმურაზ მღებრიშვილს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ავსტრიის რესპუბლიკის ტიროლის ფედერალური მიწის დელეგაციის წევრი, ფრიც შტოდილგი.
შეხვედრაზე მხარეები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საჭიროებებსა და პრიორიტეტებს გაეცნენ. ავსტრიულმა მხარემ, როგორც შესაძლებლობების, ასევე, ტექნიკური მხარდაჭერის კუთხით, ტიროლის რეგიონთან თანამშრომლობის განვითარების დეტალებზეც გაამახვილა ყურადღება.
ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის რესპუბლიკის ტიროლის ფედერაციული მიწის მთავრობის ოფისის დელეგაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარ სამმართველოსაც ესტუმრა.
სვანეთსა და სამეგრელოში ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი სახანძრო და სამაშველო სისტემის გაცნობა, არსებული საჭიროებების დადგენა და სვანეთის სახანძრო და სამაშველო განყოფილებებთან თანამშრომლობის განვითარება.