შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი“-ს კასპის ცემენტის ქარხნის თანამშრომლებს სწავლება ჩაუტარდათ

კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი“-ს კასპის ცემენტის ქარხნის თანამშრომლებს სწავლება ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სსიპ-სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს თანამშრომლებმა, საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების, აგრეთვე, საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების სწავლების პროგრამის ფარგლებში, კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი“-ს კასპის ცემენტის ქარხნის თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩაატარეს.

სწავლების მონაწილეები  სამოქალაქო უსაფრთხოებისა და საგანგებო  სიტუაციების  მართვის, მოქმედების, ასევე, ქცევის წესების საფუძვლებს გაეცნენ.

სწავლების დროს კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი“-ს თანამშრომლებმა მიიღეს ინფორმაცია საგანგებო შტაბის შექმნის, მისი შემადგენლობის და საგანგებო სიტუაციის დროს ობიექტზე ფუნქციონიების შესახებ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სსიპ-სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს თანამშრომლებმა სწავლების დროს ასევე ყურადღება დაუთმეს საგანგებო სიტუაციების დროს საჭირო ქცევის და მოქმედების პრინციპებს. მონაწილეებს განუმარტეს საგანგებო სიტუაციის შეტყობინების სისტემის, ევაკუაციის განხორციელების მექანიზმები.

სწავლების დროს ასევე ყურადღება გამახვილდა  სახანძრო უსაფრთხოების დაცვის, საგანგებო სიტუაციების დროს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, აგრეთვე, სახანძრო სამაშველო აღჭურვილობის, ცეცხლმაქრისა და სასუნთქი აპარატის გამოყენების წესებზე. 

ტრენინგი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სსიპ-სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა. სწავლების  დასრულების შემდეგ, კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი“-ს თანამშრომლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.