შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ თბილისში მაარიფის ინტერნაციონალურ სკოლაში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანია ჩაატარა.
სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის ექსპერტებმა მოსწავლეებს საგანგებო სიტუაციების სახეობების და მათი პრევენციის, ასევე ევაკუაციის პროცედურებისა და სახანძრო-სამაშველო ძალების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლის აღსაზრდელებს იმ სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის სახეობები უშუალოდ გააცნეს, რომელსაც სამაშველო ოპერაციების წარმოებისას იყენებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლებებს სისტემატურად ატარებს. შეხვედრების მიზანი, საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსწავლეებისა და მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებაა.