შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის მთავარ სამმართველოს ქალაქ თელავის სამი ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ეწვივნენ.
ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბავშვებმა მეხანძრე-მაშველებისგან მათი პროფესიის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და სამმართველოს ტერიტორიაზე არსებული სამაშველო-სახანძრო სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი დაესწრო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მსგავსი ტიპის ღონისძიებებს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან სისტემატურად ატარებს. აღსაზრდელებთან შეხვედრების მთავარი მიზანი, საგანგებო სიტუაციების დროს ცნობიერების ამაღლებაა.