შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები გაძლიერებული ძალებით ხორციელდება.  ცეცხლის ქრობის ამოცანები განაახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. დამატებით მობილიზებულია 30-მდე სახანძრო ავტოტექნიკა. უწყვეტ მუშაობას განაგრძობს 250-მდე მეხანძრე-მაშველი. 

ადგილზე ხანძრის ქრობის სამუშაოებს კოორდინაციას უწევენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი.