შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


სახანძრო-სამაშველო ძალებს მაღალი გამავლობის ავტო-ტექნიკა გადაეცა

სახანძრო-სამაშველო ძალებს მაღალი გამავლობის ავტო-ტექნიკა გადაეცა

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 15 ერთეული ახალი, მაღალი გამავლობის ავტო-ტექნიკა გადაეცა.

Mitsubishi - ს მარკის მაღალი გამავლობის ავტომობილები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის სხვადასხვა დაქვემდებარებულ დანაყოფებში გადანაწილდება.

ახალი ავტო-ტექნიკა მნიშვნელოვნად გააძლიერებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარისხს და ხელს შეუწყობს მეხანძრე-მაშველთა ეფექტიან მოქმედებას.

ბოლო წლებში მნიშვნელოვნადაა გადაიარაღებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ავტოპარკი. ბოლო 10 წელში სამსახური აღიჭურვა: 61 ერთეული ახალი სახანძრო ავტო-ტექნიკით, 154 ერთეული სხვადასხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და 31 ერთეული მცურავი საშუალებებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომავალშიც აქტიურად განაგრძობს სახანძრო-სამაშველო ავტო-პარკის განახლებას.