შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კახეთში მინდვრის ხანძრების პრევენციის მიზნით დამატებითი ძალების მობილიზებას ახდენს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კახეთში მინდვრის ხანძრების პრევენციის მიზნით დამატებითი ძალების მობილიზებას ახდენს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული საველე ოპერაციების შტაბი მოინახულა და მეხანძრე-მაშველებს გაესაუბრა.

კახეთში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟების მობილიზება მარცვლეულის აღების პროცესს უკავშირდება, რასაც ხშირ შემთხვევაში მინდვრის ხანძრები ახლავს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ხანძრების პრევენცია და დროული რეაგირება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, იზრდება ტყის და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი, რაც ხშირად გამოწვეულია მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ცეცხლის დანთებით და დაუდევრობით. შესაბამისად, სამსახურისთვის, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია ღონისძიებების გაძლიერება როგორც ტექნიკური აღჭურვის, ასევე, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების კუთხით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას,  გამოიჩინეთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ს.