შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტრუქტორებს საავარიო-სამაშველო მიმართულებით სწავლება ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტრუქტორებს საავარიო-სამაშველო მიმართულებით სწავლება ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე ქართველი ინსტრუქტორებისთვის საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიმართულებით სწავლება ჩატარდა. მეცადინეობებს პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ ვარშავის ცენტრალური სახანძრო სკოლის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ და მასში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და შსს აკადემიის 18 ინსტრუქტორი იყო ჩართული.

სწავლება მოიცავდა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების დროს მოქმედებების მეთოდებს და სტანდარტებს. თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობებისას განხილული იყო როგორც სატრანსპორტო საშუალებების გამაგრების, ასევე, დაზარალებულის უსაფრთხოდ გამოსაყვანად საჭირო სივრცის შექმნის საკითხები.

პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლომდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალურ ავტომანქანა-სიმულატორს მიიღებს, რაც მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება საავარიო-სამაშველო მიმართულებით სწავლებების ჩასატარებლად.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ქალაქ ვარშავის ცენტრალურ სახანძრო სკოლასთან წლებია ნაყოფიერად თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მეხანძრე-მაშველთა სავარჯიშო აღჭურვილობა და ინფრასტუქტურა. გარდა ამისა, ქართველი ინსტუქტორებისთვის ჩატარდა არაერთი სწავლება და მოხდა მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში მეხანძრე-მაშველთა საერთაშორისო სტანდარტების სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებას.