საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქალაქ მცხეთაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ქვედანაყოფებთან ერთად აღნიშნა.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი იყო სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა. გარდა ამისა, მოწყობილი იყო სპეციალური აქტივობების კუთხე, სადაც ბავშვებს საშუალება ჰქონდათ, მოერგოთ მეხანძრე-მაშველის როლი, ასევე, მიეღოთ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების შესახებ.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მიმდინარეობას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები გაეცნენ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწყობილ სივრცეებსაც ესტუმრნენ და მეხანძრე-მაშველებს შეხვდნენ.
მცხეთაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მცხეთაში მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. საინფორმაციო და საგამოფენო თემატურ სტენდებთან მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ თითოეული ქვედანაყოფის მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისად გადადგმული ნაბიჯების და წარმატებული რეფორმების შესახებ.