26 მაისი - ეს დღე ჩვენია!
შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს მცხეთაში აღნიშნავს.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მცხეთის ცენტრალურ მოედანზე უკვე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ ადგილზე წარმოდგენილია საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პატარა სტუმრებისთვის საცოცი კედელი აქვს დამონტაჟებული, გამოფენილია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა და აღჭურვილობა.
მცხეთის ცენტრალურ მოედანზე მოსულ ბავშვებს, მეხანძრე-მაშველების ჩართულობით, არაერთი სახალისო აქტივობაა დახვდებათ.
ერთად აღვნიშნოთ 26 მაისი.