26 მაისი - ეს დღე ჩვენია!
შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს მცხეთაში აღნიშნავს.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, 11 საათზე დაიწყება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პატარა სტუმრებისთვის საცოცი კედელი აქვს დამონტაჟებული, გამოფენილია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა და აღჭურვილობა.
მეხანძრე-მაშველების ჩართულობით ბავშვებისთვის არაერთი სახალისო აქტივობაა დაგეგმილი.
ერთად აღვნიშნოთ 26 მაისი.