შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში, სკოლა "ევრო-2000"-ში საგანგებო სიტუაციის სიმულაცია ჩაატარეს.
მეხანძრე-მაშველებმა, წინასწარ განსაზღვრული სცენარის მიხედვით, ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება მოახდინეს და სკოლის წარმომადგენლებს საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების შესახებ ცოდნა გაუზიარეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებს მთელი საქართველოს მასშტაბით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქტიურად ახორციელებს.