შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებს ახალი აღჭურვილობის გამოყენების შესახებ სწავლება ჩაუტარდათ

ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლებს ახალი აღჭურვილობის გამოყენების შესახებ სწავლება ჩაუტარდათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 თანამშრომელს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სწავლება ჩაუტარდა.

სწავლების მიზანი მონაწილეებისთვის ახალი აღჭურვილობის გაცნობა იყო, რომელიც აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ (DTRA) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიმდინარე წლის მარტში გადასცა. 

სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე საველე სწავლება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის პრაქტიკულ და თეორიულ ნაწილებს DTRA-ს ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. 

კურსის დასრულების ცერემონიალს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი დაესწრო და სწავლების მონაწილეებს სპეციალური სერტიფიკატები გადასცა.