შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ ქუთაისის №33 საჯარო სკოლაში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ ქუთაისის №33 საჯარო სკოლაში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლება ჩაატარა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ ქუთაისის №33 საჯარო სკოლაში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიება ჩაატარა.

სამსახურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს საგანგებო სიტუაციების ტიპების, მათი პრევენციის, ევაკუაციის პროცედურების და სახანძრო-სამაშველო ძალების საქმიანობის შესახებ. შეხვედრის მიზანი იყო საგანგებო სიტუაციების შესახებ მოსწავლეებისა და მასწავლებლების ცნობიერების ამაღლება.

მეხანძრე-მაშველებმა, წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით, სკოლის შენობაში სიმულაციური საგანგებო სიტუაცია შექმნეს და დააკვირდნენ, თუ როგორ გამოიყენეს პრაქტიკაში მოსწავლეებმა ორგანიზებული ქცევის შესახებ მიღებული ცოდნა. სწავლების ფარგლებში, მეხანძრე-მაშველებმა ჩაატარეს ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ სწავლებებს სისტემატურად ატარებს.