შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტს სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტს სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების პრევენცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა.

შენობა ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოებაზე მონიტორინგს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს.

აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლებს, სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ახალი უნიფორმები და სპეციალური აღჭურვილობა - სამხრე კამერები გადაეცათ.

ზედამხედველობის დეპარტამენტში განხორციელებული სიახლეები მნიშვნელოვნად აამაღლებს დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობას და ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციების რისკის შემცირებას.