დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
თანამდებობრივი სარგო: 1592
ადგილების რაოდეობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ. რუსთავი
სამუშაოს ტიპი: არანორმირებული
ფუნქცია-მოვალეობები:
- მეხანძრე-მაშველი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის უფროსის და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის შესაბამისი საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის/მოადგილეების, ასევე შესაბამისი სამმართველოს/განყოფილების უფროსის, ცვლის მეთაურისა და გათვლის უფროსის წინაშე. მეხანძრე-მაშველი უშუალოდ ექვემდებარება გათვლის უფროსს და ცვლის მეთაურს.
- იცის საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების წესი;
- მორიგეობის დაწყებისას იღებს მასზე მიმაგრებულ სახანძრო ტექნიკურ და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობასა და მოწყობილობებს დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
- დადგენილი წესის შესაბამისად ახორციელებს მასზე მიმაგრებული მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალებების შემოწმებას და ტექნიკურ მომსახურებას;
- გადის გამოძახების ადგილზე ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად, უზრუნველყოფს მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას საავარიო-სამაშველო ღონისძიებების დროს, აგრეთვე, ახორციელებს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის სხვადასხვა საგანგებო სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციაზე მიმართულ სამუშაოებს;) ახორციელებს დაზარალებულთა ძებნას, გამოყვანასა და ტრანსპორტირებას სხვადასხვა პირობებში, აგრეთვე, აღმოუჩენსს მათ პირველად დახმარებას;
- მუდმივად ზრუნავს საკუთარი სამსახურებრივი (პროფესიული) მომზადების დონის, სახანძრო და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობებთან და მოწყობილობებთან, კავშირის საშუალებებთან, მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე;
- მორიგეობის პერიოდში განუხრელად იცავს უსაფრთხოების წესებს, სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს და ფორმის ტანსაცმლის ტარების მოთხოვნებს;
- უფრთხილდება დანაყოფის ქონებას, უზრუნველყოფს მასზე მიმაგრებული სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების, მხედველობისა და სასუნთქი ორგანოების დაცვის კავშირის საშუალებების გამართულობას და მუდმივ მზადყოფნას;
- აუცილებლობის შემთხვევაში, ახორციელებს მეხანძრე-მაშველის (მძღოლი) ფუნქცია-მოვალეობებს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსის, ხოლო საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით;
- იცის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და განუხრელად იცავს მათ;
- ასრულებს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სრული ზოგადი განათლება (სასურველია უმაღლესი განათლება);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ცურვის ცოდნა (სასურველია);
- უცხო ენის ცოდნა (სასურველია).
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;
გ) „საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №24 ბრძანება;
დ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანება;
ე) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 1 აპრილის №831737 ბრძანება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №83ა საკონტაქტო ტელეფონი - 241 10 19, 241 12 95
დამატებითი ინფორმაცია:
1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
- Curriculum Vitae (CV);
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები არსებობის შემთხვევაში.
3. კანდიდატი კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს იმ შემთხევაში, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია.
4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა;
- გასაუბრება;
- სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;
- ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;
- სპეციალური შემოწმება;
- გამოსაცდელი ვადით დანიშვნა;
- სამსახურში მიღება.
5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ ინფორმაციას.
6. გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის ერთი მესამედი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.