დამსაქმებელი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
თანამდებობრივი სარგო: 1592
ადგილების რაოდეობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა:ქ.რუსთავი
სამუშაოს ტიპი: არანორმირებული
ფუნქცია-მოვალეობები:
- მეხანძრე-მაშველი(მძღოლი) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის უფროსის და კურატორი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის შესაბამისი საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის/მოადგილეების, ასევე შესაბამისი სამმართველოს/განყოფილების უფროსის, ცვლის მეთაურისა და გათვლის უფროსის წინაშე. მეხანძრე-მაშველი (მძღოლი) უშუალოდ ექვემდებარება გათვლის უფროსს და ცვლის მეთაურს.
- იცის საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების წესი;
- მორიგეობის პერიოდში უზრუნველყოფს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების მუდმივ მზადყოფნას ხანძრის ჩაქრობასა და საავარიო-სამაშველო სამუშაოებზე მიმართული მოქმედებებისათვის;
- ახორციელებს დანაყოფში არსებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის სპეციალურ აგრეგატებთან და მოწყობილობებთან მუშაობას;
- ფლობს ინფორმაციას გასვლის რაიონის, მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების, ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროების, ქუჩებისა და გასასვლელების განლაგების შესახებ;
- მორიგეობის დაწყებისას ამოწმებს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების მუშაუნარიანობას, გაუმართაობის აღმოჩენის შესახებ მოახსენებს გათვლის უფროსს, მისი არყოფნის შემთხვევაში ცვლის მეთაურს და იღებს შესაბამის ზომებს მათ აღმოსაფხვრელად;
- ახორციელებს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, საავარიო-სამაშველო სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების ექსპლუატაციას და ტექნიკურ მომსახურებას ქარხანადამამზადებელის ინსტრუქციების მოთხოვნების შესაბამისად, ასევე მათ დაცვას.
- იცავს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს, უსაფრთხოებისა და ფორმის ტანსაცმელის ტარების მოთხოვნებს;
- ახორციელებს მიმაგრებული სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის კონტროლს;
- გათვლის უფროსს, მისი არყოფნის შემთხვევაში ცვლის მეთაურს, მოახსენებს მორიგეობის პერიოდში სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის, სპეციალური აგრეგატების და მოწყობილობების შენახვისა და ექსპლუატაციისას აღმოჩენილი ნაკლოვანებების შესახებ;
- მორიგეობის პერიოდში მუდმივად თან იქონიებს მართვის მოწმობას;
- აკონტროლებს საწვავ-საპოხი, სხვა საექსპლუატაციო მასალებისა და ცეცხლმაქრი ნივთიერებების მარაგს და დროულად მოახსენებს უშუალო ხელმძღვანელს მათი შევსების საჭიროების შესახებ, ამასთან ახორციელებს საწვავ-საპოხი მასალების და სპეციალური სითხეების ხარჯის აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
- განათავსებს სახანძრო ან საავარიო-სამაშველო ავტომობილს მითითებულ წყლის წყაროზე ან შესაბამისი საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე;
- ხანძრის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე ვითარების გართულების შემთხვევაში უზრუნველყოფს სახანძრო ან საავარიო-სამაშველო ავტომობილის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას;
- უზრუნველყოფს სახანძრო ან საავარიო-სამაშველო ავტომობილის აგრეგატების შეუფერხებელ მუშაობას, თვალს ადევნებს ხანძრის ან საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ადგილზე არსებულ ვითარებას;
- ახორციელებს მიმაგრებული სახანძრო ან/და საავარიო-სამაშველო ავტომობილის, სახანძრო ტექნიკური, საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების ტექნიკურ მომსახურებას ან დროებით შეკეთებას ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს;
- აუცილებლობის შემთხვევაში, ახორციელებს მეხანძრე-მაშველის ფუნქცია-მოვალეობებს სახანძრო-სამაშველო დანაყოფის უფროსის, ხოლო საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების დროს ხანძრის ჩაქრობის ან/და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით;
- კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს მიმაგრებულ ტექნიკას ტექნიკური დათვარიელებისთვის;
- პასუხისმგებელია სახანძრო და საავარიო-სამაშველო ავტომობილების, სახანძრო ტექნიკური და საავარიო-სამაშველო აღჭურვილობის და მოწყობილობების დროულ და ხარისხიან ექსპლუატაციაზე, ტექნიკურ მომსახურებასა და გამოცდაზე;
- იცის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები და განუხრელად იცავს მათ;
- ასრულებს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს;
- ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“;
გ) „საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 მარტის №24 ბრძანება;
დ) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანება;
ე) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 1 აპრილის №831737 ბრძანება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი - ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №83ა საკონტაქტო ტელეფონი - 241 10 19, 241 12 95
დამატებითი ინფორმაცია:
1. საკონკურსო განაცხადი მიიღება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვებ-გვერდზე (www.es.gov.ge) კონკურსის გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
2. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.es.gov.ge) უთითებს სასურველი ვაკანსიის დასახელებას და აგზავნის მოთხოვნილ დოკუმენტაციას:
- Curriculum Vitae (CV);
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- სერტიფიკატის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები არსებობის შემთხვევაში.
3. კანდიდატი კონკურში მონაწილეობას ვერ გააგრძელებს იმ შემთხევაში, თუ მისი მონაცემები არ შეესაბამება ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან/და მას არ აქვს წარმოდგენილი სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტაცია.
4. კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა;
- გასაუბრება;
- სპეციალური კომისიის მიერ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება;
- ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება;
- სპეციალური შემოწმება;
- გამოსაცდელი ვადით დანიშვნა;
- სამსახურში მიღება.
5. დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, კონკურსის შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, სამსახური აცნობებს გადასვლის შესახებ ინფორმაციას.
6. გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატებს წინასწარ ეცნობებათ გასაუბრების ჩატარების ადგილი.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის ერთი მესამედი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრის საფუძველზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება სამი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს კანდიდატს.